ეკონომიკა
21/03/2022

რომელი ქვეყნებიდან ვყიდულობთ მინის ტარას - ჩამონათვალი

რუსეთ-უკრაინის ომმა ქართულ კომპანიებს მინის ტარის იმპორტის პრობლემა შეუქმნა. „ბიზნესპარტნიორი“ დაინტერესდა რა ოდენობის ბოთლების და სხვა მინის ტევადობების იმპორტი შემოდის ქვეყანაში და საიდან.

ბოლო 5 წლის მონაცემებით, მინის ტარის უმსხვილესი იმპორტიორი რუსეთია, პირველ სამეულშია სომხეთი და მოლდოვა.

საქსტატის 2021 წლის მონაცემებით, რუსეთზე მოდის იმპორტის მნიშვნელოვანი წილი, ამავდროულად აღსანიშნავია, რომ 2020 წელთან შედარებით მაჩვენებელი გაზრდილია როგორც ღირებულებით, ასევე რაოდენობით გამოსახულებაში. გასულ წელს რუსეთიდან $19.8 მლნ-ის (51.8 მლნ ტონა) მინის ტარა შემოვიდა, სომხეთიდან - $14.1 მლნ (36.1 მლნ ტონა), მესამე პოზიცია უკავია მოლდოვას - $3.2 მლნ-ით (5.9 მლნ ტონა), უკრაინა - $3.1 მლნ-ით (5 მლნ ტონა) მეოთზე ადგილზეა, ხუთეულში ბოლო პოზიციაზეა თურქეთი - $1.6 მლნ-ით (3.3 მლნ ტონა).

TOP-5 იმპორტიორი ასეთივე იყო 2020 წელსაც. რუსეთიდან ქვეყანაში $18.4 მლნ-ის მინის ტარა (47 მლნ ტონა) შემოვიდა, სომხეთიდან - $12 მლნ (30 მლნ ტონა), მოლდოვა - $3.36 მლნ ( 6 მლნ ტონა), უკრაინა - $3.25 მლნ (5.6 მლნ ტონა), თურქეთი -$2.3 მლნ (5.1 მლნ ტონა).

დაახლოებით ანალოგიური მდგომარეობაა 2019 წლის მონაცემებითაც. რუსეთიდან $20 მლნ-ის (52.5 მლნ ტონა) პროდუქცია შემოვიდა, სომხეთიდან - $8.5 მლნ (22.8 მლნ ტონა), მოლდოვა  -$3.5 მლნ (6.3 მლნ ტონა), თურქეთი - $3.18 მლნ (7.4 მლნ ტონა), უკრაინა - $3.15 მლნ-ით (5.2 მლნ ტონა).

2017-2018 წლებში წამყვან იმპორტიორებს შორის ფიგურირებდა იტალია და საფრანგეთი.

2017 წელს საქართველოში სულ $35.6 მლნ-ის (67 მლნ ტონა) მინის ტარა შემოვიდა. იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერი რუსეთი იყო, საიდანაც $10 მლნ-ის (37.3 მლნ ტონა) პროდუქციაა იმპორტირებული. სომხეთი - $7.7 მლნ (21.3 მლ ტონა), უკრაინა - $2.9 მლნ (5.6 მლნ ტონა), მოლდოვა - $2.7 მლნ (4.6 მლნ ტონა),იტალია -$2.4 მლნ (3.4 მლნ ტონა).

2018 წელს $12.5 მლნ-ის (34.2 მლნ ტონა) მინის ტარის იმპორტით კვლავ რუსეთი ლიდერობდა; სომხეთი - $10.3 მლნ (29.3 მლნ ტონა), უკრაინა - $3.4 მლნ (6 მლნ ტონა), მოლდოვა  - $2.6 მლნ (4.3 მლნ ტონა), მეხუთე ადგილზე კი საფრანგეთი - $1.7 მლნ (973 700 ტონა).