რომელ ქვეყნებში ირჩევენ ქართულ პროდუქციას - სად, რას ვყიდით
წმინდა ექსპორტი ისევ მინუსებშია. 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან საექსპორტო ბაზრებზე მხოლოდ 494.7 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, რაც 6.8%-ით ნაკლებია ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში.
ექსპორტი რეექსპორტის გარეშე მთლიანი ექსპორტის 74.6%-ია. მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.9%-ით არის გაზრდილი და 369 მლნ დოლარია.
უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი რუსეთია (64.9 მლნ დოლარი), მას მოსდევს ჩინეთი (50.9 მლნ დოლარი) და თურქეთი (43.6 მლნ დოლარი).
ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია 94.5 მლნ დოლარით, სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 25.6%-ია. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 52.1 მლნ დოლარით (14.1%), მესამე პოზიციაზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 25.9 მლნ დოლარით (7%).
2021 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 78.3 პროცენტი შეადგინა.