როგორ იცვლებოდა სარკინიგზო გადაზიდვები წლების განმავლობაში
2011 წლიდან ნავთობის სარკინიგზო გადაზიდვები შემცირდა, რაც რკინიგზაზე თხევადი ტვირთების სტატისტიკაზეც აისახა.
„ბიზნესპარტნიორი“ დაინტერესდა წლების მიხედვით რა მოცულობის ნავთობის და ნავთობროდუქტების გადაზიდვა ხდებოდა.
თუ 2011 წელს საქართველოს რკინიგზით 10.5 მლნ ტონა თხევადი ტვირთის გადაზიდვა ხდებოდა და აქ ნახევარი ნედლ ნავთობზე მოდიოდა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 3.077 მლნ იყო, თუმცა ფაქტობრივად აღარ არის ნავთობის წილი.
როგორც „საქართველოს რკინიგზაში“, ასევე „ნავთობისა და გაზის კოპრორაციაში“ ამბობენ, ნავთობი საქართველოს დერეფანში რჩება, თუმცა სწორედ ამ მიზნით აშენებული მილსადენებით „ბაქო-სუფსით“ და „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით“ გადაიზიდება. ყოველწლიურად, დაახლოებით 280 მლნ ბარელის მოცულობით.
ნავთობის და ნავთობპროდუქტების სარკინიგზო გადაზიდვის მაჩვენებლები წლების მიხედვით / მლნ ტონა
|
2011 |
2012 |
2013 |
2014 |
2015 |
2016 |
2017 |
2018 |
2019 |
თხევადი ტვირთები |
10.5 |
9.5 |
9.1 |
7.5 |
6.7 |
5.4 |
4.3 |
3.14 |
3.07 |
ნედლი ნავთობი |
5.4 |
4.7 |
4.0 |
1.7 |
0.9 |
1.8 |
0.4 |
0.2 |
0.01 |
ნავთოპროდუქტები |
5.1 |
4.8 |
5.1 |
5.8 |
5.9 |
3.7 |
3.9 |
3.0 |
3.06 |
ნავთობის ინდუსტრიას ბოლო წლებში არც თუ ისე სახარბიელო პერიოდი უდგას. 2014 წლიდან ნავთობის ფასმა ვარდნა დაიწყო და 2015 წლისთვის საშუალო ფასი განახევრდა. 2016 წლის თებერვალში 27 დოლარი ღირდა. წელს კი, უპრეცენდენტო მოვლენად დაფიქსირდა. აპრილში, ამერიკული WTI-ის მარკის ნავთობის ფასი, პირველად ისტორიაში, უარყოფით ნიშნულამდე დაეცა და ბარელის ღირებულება -37.63 აშშ დოლარს შეადგენდა. შემცირებული მოთხოვნის ფონზე, ნავთობმწარმოებლები ეტაპობრივად ამცირებენ მოპოვებას, რათა ჭარბი მიწოდება არ მოხდეს და ფასებზე დამატებითი ზეწოლა არ იყოს, თუმცა სტაბილურად მისაღები ფასის შენარჩუნება ვერ ხერხდება.
ნავთობის საშუალო ფასები წლების მიხედვით:
2011: $107
2012: $109
2013: $106
2014: $96
2015: $49
2016: $41
2018: $71
2019: $64