რკინიგზით გადაზიდული ნავთობპროდუქტების მოცულობა 46%-ით გაიზარდა
„საქართველოს რკინიგზით“ გადაზიდული ნავთობპროდუქტების მოცულობა 46%-ით გაიზარდა.
6 თვეში რკინიგზით 2.137 მლნ ტონა ნავთობპროდუქტები გადაიზიდა, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 677 ათასი ტონით მეტი. ზრდაა იანვარ-ივნისის ექვსივე თვის განმავლობაში.
“საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, 70%-იანი მატებაა აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ტრანზიტში, ამასთან, 95%-ით არის გაზრდილი თურქმენული წარმოშობის ტვირთების გადაზიდვა - მათ შორის არის როგორც ნათობპროდუქტები, ასევე მშრალი ტვირთები.
საქართველოს რკინიგზის 2021 წლის 6 თვის სატვირთო გადაზიდვების მოცულობამ 6 მლნ ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 500 ათასი ტონით აღემატება. სატვირთო გადაზიდვების 10%-იანი ზრდა ბოლო 11 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.
ძირითადი ტვირთი „საქართველოს რკინიგზაზე“
- ნავთობპროდუქტები - 2.137 მლნ (+ 677 ათასი)
- მარცვლეული - 72.3 მლნ (- 63.7 ათასი)
- შაქარი - 212,4 ათასი (+113.9 მლნ)
- რკინა/მანგანუმი - 423.8 ათასი (+153 ათასი)
- ფერადი ლითონი - 5 ათასი (- 40.2 ათასი)
- სასუქები - 578.3 მლნ (- 32.1 ათასი)