ეკონომიკა
04/10/2023

რკინიგზის მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტი 2024 წელს დასრულდება - დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას სარკინიგზო რეფორმაზეც ისაუბრა. 

ვიცე-პრემიერმა ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად რკინიგზა და მისი მოდერნიზაცია დაასახელა. მისი თქმით, დაიწყო სარკინიგზო დარგის რეფორმა, რომლის შედეგადაც დაინერგება სარკინიგზო სისტემის ევროპული მოდელი - გაიზრდება უსაფრთხოება, გაიზრდება დარგის ეფექტიანობა და კონკურენტუნარიანობა.

დავითაშვილის ინფორმაციით, 2024 წელს დასრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტი - შედეგად საქართველოს რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა 28 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება.

 

Businesspartner