ეკონომიკა
10/12/2020

რიკოთის პროექტში წლის ბოლომდე კიდევ 3 გვირაბის გაჭრა იგეგმება

საქართველოს რეგინული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს რიკოთის საუკუნის პროექტის მშენებლობა, სადაც უკვე გაჭრილია 5 ახალი გვირაბი და წლის ბოლომდე კიდევ 3 გვირაბის გაჭრა იგეგმება, ამ დროისათვის, სამუშაოები 96 ხიდიდან 53 ხიდზე და 53 გვირაბიდან 39 გვირაბზე მიმდინარეობს.
 
„2021 წელი გარდამტეხი იქნება პროექტის განხორციელებაში, საინჟინრო თვალსაზრისით რიკოთის პროექტი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ურთულესია, ამიერკავკასიაში კი მსგავსი პროექტი ჯერ არ განხორციელებულა“-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
 
უწყების ინფორმაციით, დაწყებულია და აქტიურ ფაზაში შედის, ქვეშეთი-კობის გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. პროექტის განხორციელება შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს რეგიონში, ხოლო სტეფანწმინდის მიმართულებით გადაადგილების დროს 1 სთ-ით შეამცირებს.
 
მაღალმთიანი რეგიონებისთვის 2021 წელს დასრულდება საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, მიმდინარეობს ბაღდათი-აბასთუმნის გზის მშენებლობა, შატილამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის ფარგლებში კი უკვე დასრულებულია 70 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია“-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.