ეკონომიკა
15/08/2023

რეკორდული FDI - უცხოელმა ინვესტორებმა 2022 წელს ქართულ ეკონომიკაში $2.1 მლრდ-ის ინვესტიცია ჩადეს

უცხოელმა ინვესტორებმა 2022 წელს ქართულ ეკონომიკაში $2.1 მლრდ-ის ინვესტიცია ჩადეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია საქართველოს ისტორიაში.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემებით, რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 66%-ს მიაღწია.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციებში გაერთიანებული სამეფო ლიდერობს 20.8%-ით (437 მლნ დოლარი), მეორეზეა ესპანეთი 17.2%-ით (360.5 მლნ დოლარი), მესამე პოზიციაზე კი ნიდერლანდებია 9.4%-ით (196.2 მლნ დოლარი).

სექტორებს შორის საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები ლიდერობს 538 მლნ დოლარით, ეს მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 25.6%-ია. მეორე პოზიციაზე უძრავი ქონების სექტორია 366.5 მლნ დოლარით (17.5%), მესამეზე - წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა 197.2 მლნ დოლარით (9.4%).

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კომპონენტების მიხედვით წილი: სააქციო კაპიტალი - 696.8 მლნ დოლარი; რეინვესტიცია - 1 378.4 მლნ; სავალო ვალდებულებები - 22.7 მლნ დოლარი.

Businesspartner