ეკონომიკა
21/09/2021

"რჩება მნიშვნელოვანი რისკები" - IMF წელს საქართველოს ეკონომიკის 7.7%-იან ზრდას ელის

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) 2021 წელს ეკონომიკის 7.7%-იან ზრდას ელის, - პროგნოზი უცვლელია საფინანსო ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ახალ მიმოხილვაში.

IMF-ი ვარაუდობს, რომ 2022 წელს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელდება 5.8% იქნება.

ოპტიმისტურ პროგნოზს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რამდენიმე ფაქტორის გათვალისიწნებით აკეთებს, მათ შორისაა ფულადი გზავნილებისა და ექსპორტის მაჩვენებელის გაუმჯობესება, ტურიზმის სექტორში აღდგენის მოლოდინი. ფონდი ელის, რომ ეს ხელს შეუწყობს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას.

საფინანსო ინსტიტუტი მაღალ ინფლაციაზეც ამახვილებს ყურადღებას, რასაც დროებით ეფექტს უწოდებს და მის შემცირებას 2022 წლიდან ელის.

ფონდი მიათითებს, რომ რჩება მნიშვნელოვანი რისკები, რომელიც COVID გაურკვევლობას უკავშირდება. რისკებს შორის მთავარი, COVID-19 შტამები ან ვაქცინაციის შეფერხებებია, რამაც შესაძლოა კვლავ გამოიწვიო ეკონომიკის ჩაკეტვა.

იქვე მითითებულია, რომ კვლავ გამოწვევად რჩება დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი. ფონდი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე ხელისუფლებას მიბრუნება მოუწევს საშუალოვადიან პერიოდში და დოლარში დაკრედიტების ღონისძიებების გამკაცრება.