ეკონომიკა
18/10/2021

რატომ არ გაუფასურდება ლარი – როგორია TBC Capital-ის არგუმენტები

გაუფასურდეს თუ არა ლარი? - TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში, მოყვანილია რამდენიმე არგუმენტი, იმის დასტურად, რომ ლარი არ გაუფასურდება.

  • ლარის ჯამური საშუალო კურსი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით არ გამყარებულა, რადგან სხვა ვალუტებს ლირასაგან განსხვავებული დინამიკა ჰქონდა.
  • თურქეთში მაღალი ინფლაცია ლირის გაუფასურებას მნიშვნელოვანწილად აკომპენსირებს.
  • ლარს ლირასთან მიმართებით გრძელვადიანი გამყარების ტენდენცია აქვს, თუმცა სადღეისოდ ლარი უფრო მეტად არის გამყარებული.
  • მართალია ლარი/ლირას დინამიკას თურქეთსა და საქართველოს სავაჭრო ბალანსზე ზეგავლენა აქვს, მაგრამ იაფი თურქული იმპორტი უფრო მეტად სხვა ქვეყნებიდან შემოსულ იმპორტთან არის კონკურენციაში, ვიდრე ადგილობრივ მწარმოებლებთან და, შესაბამისად, ასეთ დროს ჯამური სავაჭრო ბალანსის გაუარესება არ ხდება. ამასთან, სავაჭრო ბალანსზე ეკონომიკის ზრდა უფრო მოქმედებს, ვიდრე გაცვლითი კურსი.
  • ჩვენ ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ წლევანდელი სავალუტო შემოდინებები აჭარბებს გადინებებს.
  • თუმცა შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი - უკვე არსებული ძალიან მაღალი ინფლაციის გათვალისწინებით, არ ვფიქრობთ, რომ ლარის დამატებით გაუფასურების აპეტიტი არსებობდეს.

კიდევ ერთხელ აღსანიშნავია მულტისავალუტო კალათის უპირატესობები, ლირისა და რუბლის ჩათვლით, როგორც სესხების, ასევე დაზოგვის კუთხით.