რას ყიდის საქართველო საერთაშორისო ბაზრებზე - წმინდა ექსპორტი იანვარ-თებერვალში 52%-ით გაიზარდა
ქართული პროდუქციის ექსპორტი გაზრდილია.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შდარებით ქვეყნიდან წმინდა ექსპორტი 51.7%-ით გაიზარდა, 555.8 მლნ დოლარამდე.
საანგარიშო პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის ჩათვლით 760.4 მლნ დოლარს მიაღწია, წლიური ზრდა 54.5%-ია.
წმინდა ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 73.1%-ია.
უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთია, სადაც 90 მლნ დოლარის ქართული პროდუქცია გაიყიდა, მეორე პოზიციაზეა ბულგარეთი 83.7 მლნ დოლარით, მესამე ადგილზე ხვდება რუსეთი 80.2 მლნ დოლარით.
საექსპორტო კალათაში სპილენძის მადნები და კონცენტრატები ლიდერობს 156.3 მლნ დოლარით, მისი წილი ადგილობრივი ექსპორტის 28.1%-ია, მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 100.5 მლნ დოლარით (ადგილობრივი ექსპორტის 18.1%), მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 58.2 მლნ დოლარით (ადგილობრივი ექსპორტის 10.5%).