ეკონომიკა
07/03/2023

რას გულისხმობს ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონი

ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, რომლის მთავარი მიზანიც ბიომრავალფეროვნების კარგვის შეჩერება და ჰაერის ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებაა.

პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება- საქართველო” ფარგლებში შემუშავდა და სრულად ასახავს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ევროდირექტივების შესაბამის მოთხოვნებს.

"კანონი სრულად ასახავს ევროკავშირის ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებზე შესაბამისი დირექტივების მოთხოვნებს, უფრო კონკრეტულად, განსაზღვრავს მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტერიტორიების, დაცული, ზურმუხტის ტერიტორიების მართვის საკითხებს და ასევე მსხვილმაშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს თუ რა მოთხოვნები უნდა იქნეს გაზიარებული და რა შეფასებები უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ბიომრავალფეროვნებას ნაკლები ზიანი მიადგეს.

ამასთან, გადაშენების წინაშე მყოფი და მკაცრად დაცული სახეობები, რომლებიც არიან მოწყვლადი სახეობები, მათი დაცვისთვის მაღალი სტანდარტები შემოაქვს კანონს.

ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, მათ შორის ინფრასტრუქტურული, კერძო პროექტების განხორციელებისთვის და ამიტომ ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკონომიკურ ინტერესებს შორის ბალანსი უნდა ვიპოვოთ,"-ამბობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი.

შეგახსენებთ, ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონის მიზანია ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს, ველური ბუნების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება, მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესება და საქართველოს ბუნებრივი რესურსების მდგრადი დაცვის, აღდგენისა და მართვის ხელშეწყობა. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, კონსენსუსის საფუძველზე შექმნილი კანონპროექტის წარდგენა ამ წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023