რას აკეთებს მთავრობა ლარის გასამყარებლად - ფინანსთა მინისტრის კომენტარი
ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რომელსაც მისი რწმუნებით, მთავრობა ლარის კურსის გასამყარებლად დგამს.
"ჩვენ გავაგრძელებთ ფისკალურ სტიმულს, რეფორმებს, პასუხისმგებლიან ხარჯვას, ეს არის შეთანხმებული ჩარჩო სავალუტო ფონდთან და სხვა ჩვენს პარტნიორებთან. ეს არის ყველაზე ოპტიმალური ამ ეტაპისთვის საქართველოს ეკონომიკისთვის. აი, ამას გავაკეთებთ. ასევეე, არ შევაჩერებთ რეფორმებს. როდესაც რაღაც ტიპის შოკებია, ან გარე შოკები მაგ დროს, როგორც წესი, ნელდება რეფორმები, ჩვენ, რეფორმების შენელების ფუფუნება არ გვაქვს. უნდა მივყვეთ გეგმებს. სხვადასხვა სფეროში, რაც ეკონომიკას გახდის კონკურენტუნარიანს და გააჯანსაღებს მას. თუ ვსაუბრობთ ლარის გამყარებაზე, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი. მსოფლიო ბაზრებს უფრო მეტი უნდა შევთავაზოთ. ჩვენ მსოფლიო ბაზრებს დღეს ძირითადად ტურიზმს ვთავაზობთ. კორონა ვირუსის პანდემიის გამო ტურიზმი შეფერხდა და მივიღეთ მაქსიმალური ზეწოლა ლარზე. მაღალტექნოლოგიურ სფეროებში მეტი უნდა შევთავაზოთ, - საქართველოში არის ამის რესურსი",- აღნიშნა მაჭავარინმა.