ეკონომიკა
26/07/2021

რამდენი მიიღო ბიუჯეტმა აქციზის გადასახადიდან

754,26 მლნ - ბიუჯეტში აქციზიდან მისაღები შემოსავლების 6 თვის გეგმა გადაჭარბებით 108.8%-ით შესრულდა. საპროგნოზო მოცულობა 693.2 მლნ ლარი იყო.

ხაზინის მონაცემებით, აქციზის პორტფელის 92% იმპორტირებული პროდუქციის დაბეგვრიდან მოდის, რაც 693.4 მლნ აღემატება.

TOP - პროდუქტები აქციზის შემოსავალში

  • თამბაქო - 272.18 მლნ
  • ბენზინი - 136 მლნ
  • დიზელი - 107.8 მლნ
  • ავტომობილები - 91.2 მლნ
  • არაყი - 7.7 მლნ
  • ლუდი 1.6 მლნ
  • ნავთობპროდუქტები - 12.5 მლნ
  • სხვა პროდუქტები  - 64.2 მლნ

საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული აქციზი კი, მხოლოდ 60.8 მლნ შეადგენს. ამ თანხის აკუმულირება ძირითადად ხდება 3 პროდუქტიდან :

  • თამბაქო - 21.52 მლნ
  • ლუდი -  4 მლნ
  • ბუნებრივი აირი -  7 მლნ

2021 წლის კორექტირებული ბიუჯეტით, ფინანსთა სამინისტრო აქციზიდან 1.8 მილიარდის მობილიზებაა ნავარაუდევი, ზრდა 218 მილიონი ლარია.

 

Businesspartner