რა შემოსავალს იღებს საქართველო წმინდა ექსპორტიდან
ექსპორტი პანდემიურ 2020 წელს 12%-ით შემცირდა, შესაბამისად, შემცირებულია შემოსავალიც - სულ 3,342 მლრდ დოლარი.
თუმცა გაზრდილია წმინდა ექსპორტი, რაც მთლიანი ექსპორტის 72%-ია. მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 3.5%-ით გაიზარდა და 2,406 მლრდ დოლარს გაუტოლდა.
2020 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია 729,4 მლნ დოლარით, მისი წილი ადგილობრივი ექსპორტის 30.3%-ია. მეორე პოზიციაზეა ფეროშენადნობები (246.8 მლნ დოლარი - ექსპორტის 10.3%), მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 209 მლნ დოლარით (ადგილობრივი ექსპორტის 8.7%).
ძირითად საექსპორტო ბაზრებში ჩინეთი ლიდერობს, სადაც 2020 წელს 459.4 მლნ დოლარის ქართული პროდუქცია გაიყიდა, მეორე ადგილზე რუსეთია (401.2 მლნ. აშშ დოლარი), მესამეზე კი ბულგარეთი (310.4 მლნ. აშშ დოლარი).