ეკონომიკა
12/11/2020

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უახლოეს წლებში საქართველომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს"

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, საქართველოს 2021 წლიდან დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმების გეგმა დადებითად შეაფასა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის დაგეგმილ სტრუქტურული რეფორმის გათვალისწინებით, საქართველოს სწრაფი ეკონომიკური ზრდა ექნება.

"2021 წლიდან, მოლოდინი გვაქვს, რომ ქვეყანაში ეკონომიკა აღდგენა სწრაფი ტემპებით დაიწყებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. განსაკუთრებით პოსტკრიზისულ პერიოდში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უახლოეს წლებში საქართველომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს" - განაცხადა გიორგი გახარიამ.