ეკონომიკა
31/08/2021

ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი 36%–ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ივლისის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიხედვით, ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი 36%–ით გაიზარდა, ხოლო მინერალური წყლების ექსპორტში 22%–იანი ზრდა ფიქსირდება. 

საქასტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, დამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა.

ამასთან, ეკონომიკური ზრდის მიზეზად გვევლინება ღვინის, მინერალური წყლებისა და სხვა უალკოჰოლო სასმელების წარმოების მოცულობის გაფართოებაც. 

შეგახსენებთ, რომ ივნისში ეკონომიკის 18.7%-იანი ზრდის შემდეგ, ივლისში ზრდა 9.9%-იან ნიშნულზეა.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის პირველი შვიდი თვეში ეკონომიკა საშუალოდ 12.2%-ით არის გაზრდილი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022