ეკონომიკა
11/11/2020

ყარაბაღის შეთანხმება - რა იცვლება რეგიონში

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყვეტილია. რეგიონში რუსეთის სამშვიდობო მისია შედის. რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა და  სომხეთის პრემიერ-მინისტრმა 9 პუნქტიან შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს.

ხელმოწერილ დოკუმენტში განსაკუთრებით  საინტერესო სწორედ მეცხრე პუნქტია, რომელიც  ახალი სატრანსპორტო დერეფანის მშენებლობას ითვალისწინებს. 

ამ პუნქტის მიხედვით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სატრანსპორტო კავშირი უნდა დამყარდეს. კონტროლს კი, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური განახორციელებს. რა იცვლება რეგიონისა და საქართველოსთვის  მიღწეული შეთანხმებით.