PwC– ის კვლევა: თანამშრომლების შემცირების ტენდენცია გაუმჯობესებულია
PwC–ის მიერ ინვესტორთა საბჭოსა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აპრილის მაჩვენებელთან შედარებით, გაუმჯობესდა თანამშრომლების შემცირების ტენდენცია.
მიმდინარე გამოკითხვის დროს, უფრო მეტმა რესპონდენტმა დააფიქსირა, რომ ისინი ან არ გეგმავენ თანამშრომლების შემცირებას, ან გეგმავენ მაგრამ ნაკლები რაოდენობის შემცირებას.
კომპანიების 75%-მა, რომლებმაც საკარანტინო პერიოდში ჰქონდათ შეჩერებული საქმიანობა, კარანტინის დასრულების შემდეგ შეძლეს საქმიანობის განახლება. დახურული საზღვრები კვლავ მთავარ შეზღუდვად რჩება კომპანიების იმ 52%-ისთვის, რომელმაც საქმიანობის განახლება ვერ შეძლო.
კვლევა 11 სექტემბერსა და 2 ოქტომბრის შუალედში ჩატარდა, რომელის მიზანი პანდემიასთან დაკავშირებით ბიზნესის „შემდგომი“ რეაქციების წარმოჩენა იყო.
შეგახსენებთ, რომ PwC-ს მიზანია საზოგადოების ნდობის ამაღლება და მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაში მათი დახმარება. ქსელში შემავალი ფირმები 155 ქვეყანაშია განთავსებული და მასში დასაქმებულია 284,000-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალხარისხიან აუდიტორულ, საკონსულტაციო, საგადასახადო და იურიდიულ მომსახურებებს.