"პრემიერს მიეცა ექსკლუზიური საშუალება, სამიტის მონაწილეებისთვის ჩვენი ქვეყნის წარმატებები გაეცნო"
საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიეცა ექსკლუზიური საშუალება, რათა მას სამიტის მონაწილეებისთვის გაეცნო თუ რა წარმატებები აქვს ჩვენს ქვეყანას ბოლო პერიოდში და ასევე ესაუბრა იმ გეგმებზე, რომელიც დასახული აქვს ჩვენს მთავრობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების მიზნით, - ამის შესახებ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოს მთავრობათა სამიტი არის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პლატფორმა, რომელიც ყოველწლიურად იკრებს პოპულარობას და მისი მნიშვნელობა უფრო და უფრო იზრდება.
„პირველად, ამ საიუბილეო სამიტზე, საქართველო წარმოდგენილია მთავრობის მეთაურის სახით. საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიეცა ექსკლუზიური საშუალება, რათა მას სამიტის მონაწილეებისთვის გაეცნო თუ რა წარმატებები აქვს ჩვენს ქვეყანას ბოლო პერიოდში და ასევე ესაუბრა იმ გეგმებზე, რომელიც დასახული აქვს ჩვენს მთავრობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების მიზნით.
მსოფლიოს მთავრობათა სამიტი გახლავთ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პლატფორმა, რომელიც ყოველწლიურად იკრებს პოპულარობას, მისი მნიშვნელობა უფრო სერიოზული ხდება, განსაკუთრებით, წელს, როდესაც რიგით მეათე, საიუბილეო სამიტი ტარდება. ხაზგასასმელია, რომ წლევანდელ საიუბილეო სამიტზე დამსწრეთა რაოდენობა განსაკუთრებით დიდი იყო.
აქ წარმოდგენილები არიან სხვადასხვა ქვეყნების პირველი პირები, პოლიტიკური ლიდერები, მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე მსოფლიოში ცნობილი მსხვილი საფინანსო კომპანიების წარმომადგენლები“, - განაცხადა პაატა კალანდაძემ.