ეკონომიკა
20/07/2021

პრემიერი: წელს ჩვენი ეკონომიკის ზრდა სსფ-ს პროგნოზით 7.7%-ია

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მსოფლიო სავალუტო ფონის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა 7.7%-ს შეადგენს. 

„მე მინდა გამოვეხმაურო საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებას, რომელმაც გაიზიარა ჩვენი პროგნოზი და წელს ჩვენი ეკონომიკის ზრდა მათი პროგნოზის მიხედვით შეადგენს 7.7%-ს. მანამდე იყო 3,5%-მდე და მათი ახალი კორექტირებული პროგნოზი 7,7%-მდე გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პოზიტიური, ძლიერი ტემპი შევინარჩუნოთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ, თხოვნით მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.