ეკონომიკა
13/08/2021

პრემიერი: სასტუმროები გადაჭედილია ტურისტებით, ეკონომიკა დუღს 

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოს აქვს მსოფლიოში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. 

მისი თქმით, ქვეყანაში ბიზნესს და მოქალაქეებს სტაბილურობის განცდა გაუჩნდათ. 

“პანდემია მსოფლიო გამოწვევაა, კორონავირუსმა მსოფლიო მოიცვა. წინა წელს გააჩერა მთელი მსოფლიოს ეკონომიკა. მილიონობით ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი და ძალიან ბევრი ადამიანი სამწუხაროდ გარდაიცვალა ამ ვირუსის გამო. ჩვენს ქვეყანაშიც შემოვიდა ეს ვირუსი, საკმაოდ მძვინვარებს. მსოფლიოში მეოთხე ტალღაა. ისრაელში, იმის მიუხედავად რომ ეფექტიანად იმართა თავის დროზე, მოსახლეობის ნახევარი არ აიცრა ამის გამო, კიდევ მეოთხე ტალღა დაიწყო.

თებერვლიდან ჩვენ ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა დავიწყეთ, რადგან შარშან ჩვენს მოსახლეობას ძალიან გაუჭირდა. ბევრმა სამუშაო ადგილი დაკარგა. ისედაც გაჭირვებულმა ხალხმა შემოსავალი დაკარგა და ჩვენი მხრიდან 200 ლარიანი დახმარება რა თქმა უნდა საკმარისი არ იყო. შესაბამისად, საჭირო იყო ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა. ჩვენს ბიზნესს და მოქალაქეებს სტაბილურობის განცდა გავუჩინეთ. სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია, რომ ეკონომიკა განვითარდეს, მოქალაქემ დაგეგმოს საკუთარი მომავალი. სტაბილურობის გარეშე არავითარი განვითარება არ იქნება. შესაბამისად ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ზრდა მთელ მსოფლიოში, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შედეგად მოსახლეობამ ეს დეპრესიული დამოკიდებულება შეიცვალა, დაიწყო ახალი დოვლათის შექმნა, სამუშაო ადგილებს ათასობით ადამიანი დაუბრუნდა. ტურისტების საკმაოდ მძლავრი ნაკადი შემოვიდა ქვეყანაში, ტურისტული ადგილები სავსეა ტურისტებით, გადაჭედილია სასტუმროები და ეს ძალიან გვახარებს, რომ ეკონომიკა დუღს და მუშაობს“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023