ეკონომიკა
27/12/2022

პრემიერი: საქართველოს შეუძლია, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული ჰაბი გახდეს

მთავრობა ქვეყანაში ციფრული ტექნოლოგიების მიმართულების განვითარებას აქტიურად განიხილავს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ქვეყანას აქვს პოტენციალი, რომ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ციფრული ჰაბი გახდეს. 

"დიდი პოტენციალია ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორის და ციფრული ჰაბის განვითარების მიმართულებით. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. საქართველოს შეუძლია, რომ ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული ჰაბი გახდეს",- განაცხადა ღარიბაშვილმა.