ეკონომიკა
07/03/2022
პრემიერი: რეგიონში დიდი გამოწვევებია, მაგრამ ჩვენ ეკონომიკური ზრდა უნდა შევინარჩუნოთ
2022 წლის იანვარში 18%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც პრემიერ-მინისტრის შეფასებით უპრეცედენტოა მთელ რეგიონში და ევროპაშიც.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ეკონომიკური ზრდის ტემპი შენარჩუნდეს, ამისთვის კი, დაიწყება დაანონსებული პროექტები და პროგრამები.
"აქტიურად უნდა დავიწყოთ ის პროექტები და პროგრამები, რომელიც დავაანონსეთ. ეს არის დასაქმების პროგრამა, ეკონომიკის, ასე ვთქვათ, ამაჩქარებლების წამახალისებელი პროექტეი. რეგიონში გამოწვევები დიდია, მაგრამ ჩვენ ისე უნდა გადავეწყოთ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ. საჭიროა ბიზნესთან მეტი კომუნიკაცია", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.