პრემიერი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეკონომიკაში ჟანგბადი იყოს
მთავრობა მზად არის საჭიროების შემთხვევაში სოციალური დახმარებების ახალ პაკეტზე მუშაობა განაახლოს.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სახელმწიფოს მსგავსი სოციალური დახმარების პაკეტები აღარ დასჭირდეს.
"თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვნახავთ, რომ ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება ან გრძელდება, რა თქმა უნდა, ამ საკითხს დავუბრუნდებით და განვიხილავთ,- განაცხადა გიორგი გახარიამ 1 200-ლარიან დახმარებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.
პრემიერის განმარტებით, ყველაფერი კეთდება, რომ ეკონომიკაში იყოს მეტი ჟანგბადი და შეჩერდეს სამუშაო ადგილების დაკარგვა.
„1 200 ლარიან დახმარებას რაც შეეხება - ეს არის ძალიან ურთიერთდაკავშირებული საკითხები, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეკონომიკაში ჟანგბადი იყოს უფრო მეტი, სამუშაო ადგილების დაკარგვა შეჩერდეს და შემდეგ სწრაფად დავიწყოთ აღდგენა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.