ეკონომიკა
02/05/2022

პრემიერი: პირველ კვარტალში 14.4%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს

პრემიერის განცხადებით, პირველ კვარტალში 14.4%-იანი ეკონომიკური ზრდაა. 
 
მისი თქმით, იზრდება როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი, ფულადი გზავნილები. 
 
"იანვარში ჩვენ გვქონდა 18%-იანი ზრდა, თებერვალში 14.6% იყო ჩვენი ეკონომიკის ზრდა და მარტში უკვე რეალური ზრდა - 10.6%, რაც ჯამში 14.4% გამოვიდა, რაც ძალიან სასიხარულოა. მინდა საზოგადოებას ძალიან მოკლედ ვუთხრა, რომ იზრდება, როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი, ფულადი გზავნილები. ასე რომ, მთლიანობაში ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს ამ მიმართულებით", - აღნიშნა პრემიერმა.