ეკონომიკა
19/10/2022

პრემიერი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა და  $922 მლნ შეადგინა

მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. 
 
როგორც შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ფიქსირდება. 
 
მისი თქმით, 2022 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 2-ჯერ გაიზარდა და 922 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ოპტიმიზმის მნიშვნელოვან საფუძველს იძლევა. 
 
"იმედი გვაქვს, რომ წლევანდელ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დავასრულებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სწორედ ამან მოგვცა მომავალი წლის ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობა", - განაცხადა ირაკლი ღაიბაშვილმა.