ეკონომიკა
21/09/2021
პრემიერი: მზად ვართ, საქართველო-ქუვეითს შორის სავაჭრო კავშირები გავაფართოვოთ
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო მზად არის ქუვეითთან ყველა მიმართულებით გააფართოვოს კავშირები, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში.
ირაკლი ღარიბაშვილი ამ განცხადებით, "ტვიტერში" ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ საბაჰთან შეხვედრას ეხმაურება.
"არაჩვეულებრივი იყო პრემიერ-მინისტრ საბაჰ-ალ-ჰალიდ ალ-საბაჰთან შეხვედრა და ყველა ინსტიტუციურ დონეზე ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების გზების საფუძვლიანი განხილვა. მზად ვართ, ყველა მიმართულებით გავაფართოვოთ კავშირები, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში",- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.