ეკონომიკა
11/07/2022

პრემიერი: IMF-ის პროგნოზით, 2027 წლისთვის მშპ ერთ სულ მოსახლეზე $9 000-ს გაცდება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2027 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი გაორმაგდება და $9 000-ს გადააჭარბებს.

ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რომ ეს პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდს ეკუთვნის. 

"საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რამდენიმე ხნის წინ გამოაქვეყნა საკუთარი წინასწარი შეფასება და პროგნოზები. 190 ქვეყანას შორის ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის (ამერიკულ დოლარში გამოხატული) ზრდის ტემპის მიხედვით, საქართელო მსოფლიოში მესამე ადგილზეა, ევრაზიის კონტინენტზე კი პირველ ადგილზე. მშპ ერთ სულ მოსახლეზე მომდევნო 6 წლის განმავლობაში გაორმაგდება და მათი შეფასებით, 2027 წლისთვის დაახლოებით $9 000-ს გადაცდება",- განაცხადა ღარიბაშვილმა.