ეკონომიკა
29/07/2022

პრემიერი: ევროპელები გაოცებულები არიან, როგორ მოვახერხეთ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა

პირველ 6 თვეში საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც პრემიერის შეფასებით, მთავრობის გონივრული პოლიტიკის შედეგია. 
 
პრემიერი აქვე დასძენს, რომ ევროპელი ლიდერები გაოცებულები არიან, როგორ მოახერხა პატარა საქართველომ ძლიერი ეკონომიკური ზრდა. 
 
"ჩვენს მიერ გატარებული გონივრული და ეროვნული პოლიტიკის შედეგად პირველ 6 თვეში, ივნისის ჩათვლით გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა - 10.5%.  ეს არის დიდი გამონაკლისი დღეს მსოფლიოში. მე მაქვს ხშირი კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ ლიდერებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან და ძალიან გაოცებულები არიან როგორ მოახერხა პატარა საქართველომ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა. რა თქმა უნდა, კარგად მოგეხსენებათ რომ ლარიც განაგრძობს გამყარებას ეს ყველაფერი ხელს უწყობს, რომ უფრო მეტი დოვლათი შეიქმნას ქვეყანაში. ბიზნესი არის ძალიან გააქტიურებული, ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი იქმნება, ათასობით სამუშაო ადგილი და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ ტენდენციას მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ გავაძლიერებთ და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ,"-განაცხადა პრემიერმა.
Businesspartner