ეკონომიკა
04/04/2022
პრემიერი: ეკონომიკის სწრაფი ტემპით აღდგენის პროცესი გრძელდება
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეკონომიკის სწრაფი ტემპით აღდგენის პროცესი გრძელდება.
მისი თქმით, იანვარ-თებევრლის ეკონომიკურმა ზრდამ 16.3% შეადგინა, რაც სასიხარულოა, მაგრამ ამას სჭირდება შენარჩნება, მითუმეტეს იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც საქართველოს და მსოფლიოს წინაშეა.
"გვჭირდება ძალიან მაგარი, ერთიანი კოორდინირებული, აქტიური მუშაობა, რომ არცერთ პროექტს ჩამორჩენა არ ჰქონდეს.
იანვარ-თებერვალში ეკონომიკური აქტივობის ზრდა დაფიქსირდა, როგორც მრეწველობის, ასევე მომსახურების სექტორში. აქვე მინდა საზოგადოებას ვამცნო, რომ იანვარ თებერვალში ექსპორტი გაიზარდა 54%-ით და შეადგინა 760 მლნ დოლარი.
ასევე აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ტენდენციები დაფიქსირდა ტურიზმის მიმართულებით, შესაბამისად ტურიზმიდანაც გაიზარდა შემოსავლები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.