პრემიერი: დესტრუქციული ძალები ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას წინ ვერ აღუდგებიან
პრემიერი ამბობს, რომ ქვეყნის მთავარი დღის წესრიგი ქვეყნის განვითარება და ეკონომიკის სწრაფი აღდგენაა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელსა და მოლოდინზე განაცხადა, ასევე აღნიშნა, რომ დესტრუციული ძალები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ზრდას წინ ვერ აღუდგება.
„პოზიტიური დინამიკა გვაქვს, ძალიან მაღალი ზრდა გვქონდა ეკონომიკაში - 45%, 25% - მაისში, პირველ 5 თვეში 11%-იანი ზრდა. ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან განახლებით პროგრამებს ყველა მუნიციპალიტეტში, უახლოეს 1-2 კვირაში.
ამ ყველაფრის შეფერხება სურთ ამ დესტრუქციულ ოპოზიციურ ძალებს, სამწუხაროდ, მაგრამ ისინი ამას წინ ვერ აღუდგებიან. ვიძლევით ამის გარანტიას, რომ ეს პროცესი, განვითარების გზა გაგრძელდება და რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება არჩევნები ოქტომბრის თვეში, ყველა უნდა ვიყოთ მობილიზებული, მთელი სახელმწიფო და ვართ კიდევაც მობილიზებული, რომ მაქსიმალურად ღიად, მშვიდად ჩატარდეს არჩევნები და ჩვენმა მოსახლეობამ, კიდევ ერთხელ, დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.