ეკონომიკა
06/06/2022

პრემიერი: "ბორჯომის" აქციონერები ჩვენ გავხდებით

საქართველოს მთავრობა კომპანია "ბორჯომის" თანამფლობელი გახდება. საკითხს მთავრობის მომდევნო სხდომაზე გამოიტანენ. 

"ეკონომიკის სამინისტრომ მოლაპარაკებები უკვე დაასრულა. 1 კვირაში მთავრობის სხდომაზე ჩვენ გამოვიტანთ საკითხს და "ბორჯომის" აქციონერები გავხდებით ჩვენ, სახელმწიფო გახდება ბორჯომის თანამფლობელი. ამით ეს პრობლემა მოგვარდება. ვიცი, რომ გარკვეული სირთულეები არის, იქ დასაქმებულები აპროტესტებენ. დღეს საუბარი მქონდა ზურაბ აზარაშვილთან, მისი დავალებით შრომის ინსპექცია უკვე ჩართულია. მინდა ყველას ვუთხრა, არცერთი ჩვენი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვექცევით. ყველაფერი მოგვარდება ისე, როგორც საჭიროა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.   

IDS ბორჯომის მფლობელი კომპანია რუს ბიზნესმენ მიხაილ ფრიდმანს ეკუთვნის, რომელიც სანქცირებულთა სიაშია, ამის გამო „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხანა აპრილის ბოლოდან გაჩერებულია.

კომპანიამ აპრილის თვის ხელფასი გასცა, თუმცა მაისიდან თანამშრომლებს ახალი ხელშეკრულება შესთავაზა, რასაც თანამშრომლების პროტესტიც მოყვა, კომპანიას 49 თანამშრომლის გათავისუფლებაც მოუხდა

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023