ეკონომიკა
23/06/2022

პრემიერი: ბევრი საწარმო უნდა გარდავქმნათ, შევიტანოთ კორპორატიული მმართველობა

პრემიერის განცხადებით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის პროცესი დაწყებულია. 

მისი თქმით, პროცესში ჩართულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. რეფორმის მთავარი მიზანია, ამ საწარმოების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. 

"ძალიან ბევრი საწარმო უნდა გარდავქმნათ, შევიტანოთ კორპორატიული მმართველობა, უნდა გაიზარდოს მათი შემოსავლები, მათი მომგებიანობა და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს ფინანსთა სამინისტრო", - განაცხადა პრემიერმა.