პრემიერი: აგვისტოს ომის შემდეგ, $2.5 ტრილიონის საქონელი იყიდა ევროკავშირმა რუსეთისგან
რასაც ევროკავშირი 4 დღეში ვაჭრობს რუსეთთან ჩვენი ქვეყანა ვაჭრობს მთელი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, შარშან ომის დროს რუსეთმა ევროკავშირთან ვაჭრობით 270 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.
„ჩვენი ვაჭრობა რუსეთთან დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარია მაქსიმუმ. რა ხდება ევროპის შემთხვევაში, მე დღეს მოვისმინე განცხადება ევროკავშირის წარმომადგენლის და მინდა საზოგადოებას ავუხსნა. რასაც ევროკავშირი 4 დღეში ვაჭრობს რუსეთთან, ჩვენი ქვეყანა ვაჭრობს მთელი წლის განმავლობაში. ის ევროპა, რომლებმაც არ მოიწონეს ფრენები და ჩვენი ეკონომიკური ვაჭრობა. შარშან 270 მილიარდი დოლარი შეადგინა ევროკავშირის რუსეთთან სავაჭრო ბრუნვამ. თითქმის 300 მილიარდი დოლარი შეუვიდა რუსეთს შარშან გაგანია ომის დროს ბიუჯეტში შემოსავლების სახით ევროკავშირისგან. ჩვენ, პატარა ქვეყანამ, ასეთი გამოწვევებით, 20% ოკუპირებულია, რუსის ჯარი გვიდგას აქ, ჯერ კიდევ პრობლემები გვაქვს, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, მას შემდეგ უამრავი ომი და უბედურება გადავიტანეთ, ხალხმა ვეღარ ამოისუნთქა. ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი მას შემდეგ, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა აღვიდგინეთ და ჩვენ 2012 წლიდან მოყოლებული ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის საჭირო ეროვნულ ინტერესებსა და პოლიტიკას. ეს არის სტრატეგიული მოთმინების გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა, რომლის საბოლოო მიზანი ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაა. ეს არის ყველას მიზანი და ოცნება“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.