ეკონომიკა
01/08/2022

პრემიერი: 2022 წლის ბიუჯეტი გაიზრდება, უფრო მეტი პროექტი დაფინანსდება

მთავრობა 2022 წლის ბიუჯეტის დაკორექტირებას სექტემბერში გეგმავს. 

პრემიერის განცხადებით, ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო, ბიუჯეტი გაიზრდება. 

"ჩვენ, სავარაუდოდ სექტემბერში მივმართავთ პარლამენტს და მოვახდენთ ბიუჯეტის კორექტირებას. ბიუჯეტი გაიზრდება, ვინაიდან დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა სახელმწიფოს ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო. რა თქმა უნდა, უფრო მეტი თანხები გვექნება გასანაწილებელი უწყებების მიხედვით, უფრო მეტი პროექტი დაფინანსდება",- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, ივნისში გაგრძელდა ეკონომიკური ზრდის დადებითი დინამიკა და ეკონომიკურმა ზრდამ 7.2% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ იანვარი-ივნისის საშუალო ზრდა გამოვიდა 10.5%.