ეკონომიკა
05/04/2023
პრემიერ-მინისტრი სომხეთის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული ადმინისტრაციის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სომხეთის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული ადმინისტრაციის მინისტრს გნელ სანოსიანს შეხვდა.
შეხვედრაზე სომხეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს.
ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის რეგიონულ და ინფრასტრუქტურულ სფეროში თანამშრომლობისა და აღნიშნული მიმართულებით ურთიერთობების შემდგომი განვითარების შესახებ. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და მნიშვნელოვანი პროგრესი არსებობს.