ეკონომიკა
19/05/2021

პორტებში ტვირთების შემცირების მიუხედავად საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა გაზრდილია

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზარდა, თუმცა პორტებში ტვირთები კლებას აჩვენებს.

წლის I კვარტალში სატრანსპორტო სექტორმა 9.2 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა, წლიურ ჭრილში ზრდა 300 ათასი ტონაა.

საზღვაო ნავსადგურებში ტვირთბრუნვა 4.1 მლნ ტონა იყო (-0.3 მლნ), ძირითადად ფოთის პორტში ტვირთების კლების ხარჯზე. 2020 წელთან შედარებით ქვეყნის უმსხვილესმა ნავსადგურმა 400 ათასი ტონით ნაკლები, 4.1 მლნ ტონა ტვირთი მიიღო.

ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა გაიზარდა 0.8 მლნ-დან 0.9 მლნ-მდე. ყულევსა და სუფსაში მაჩვენებლები არ შეცვლილა და შესაბამისად, 0.4 მლნ და 1.1 მლნ-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 1.5-ჯერ არის შემცირებული პორტებში გადამუშავებული კონტეინერების მოცულობაც და ის 95 106 TEU -ს შეადგენდა.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, იანვარ-მარტში საავტომობილო ტვირთბრუნვამ 6.2 მლნ ტონა შეადგინა, ისევე როგორც 2020 წლის პირველ კვარტალში. საქართველოს რკინიგზამ კი, 3 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა 0.2 მლნ-ით მეტი 2020 წლის სამ თვესთან შედარებით.

 

Businesspartner