ეკონომიკა
09/02/2022

PMC წელს ეკონომიკის 5.6%-იან ზრდას ელის

PMC კვლევითი ცენტრი წელს საქართველოს ეკონომიკის 5.6%-იან ზრდას ვარაუდობს.

კვლევითი ცენტრის პროგნოზით, 2021 წლის რეალური მშპ-ს ზრდა (დაზუსტებული მონაცემი) 11.3%-ს მიაღწევს.

PMC აღნიშნავს, რომ ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, რომელიც ვაქცინაციის მაჩვენებლის ზრდას და ლოქდაუნების მცირე ალბათობას ითვალისწინებს, ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 2022 წელს 6.3% იქნება; პესიმისტური სცენარის შემთხვევაში კი, რომელიც ვაქცინაციის მაჩვენებლის დაბალ დონეზე შენარჩუნებას, ლოქდაუნების შედარებით მაღარ ალბათობას, და ასევე, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ესკალაციის შესაძლებლობას ითვალისწინებს,
ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2022 წელს 4.1% იქნება.