ეკონომიკა
26/02/2021
PMC: რეალისტური სცენარით 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 2.5%-3% იქნება
PMC კვლევითი ცენტრი 2021 წელს ეკონომიკის მაქსიმუმ 3%-იან ზრდას პროგნოზირებს.
„ჩვენი პროგნოზით, რეალისტური სცენარით 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 2.5%-დან 3%-მდე იქნება. ამ ეტაპზე 4%-იანი და კიდევ უფრო მაღალი ზრდა ძალიან ოპტიმისტური პროგნოზია და არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ“,- აღნიშნავს ხიშტოვანი.
შეგახსენებთ, მთავრობას საქართველოში 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს დაგეგმილი. ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზიც.
აქვე, ცნობისთვის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარში ეკონომიკურმა ვარდნამ 11.5% შეადგინა.