ფოტო: trend.az
ეკონომიკა
14/06/2021

პირველად ისტორიაში ფოთიდან ტაშკენტში საკონტეინერო ბლოკ-მატარებელი გაიგზავნა

პირველად ისტორიაში, ფოთიდან ტაშკენტში საკონტეინერო ბლოკ-მატარებელი გაიგზავნა.

ფოთი-ტაშკენტის ბლოკ მატარებელის ოპერატორები არიან: GR Logistics and Terminals-ი, აზერბაიჯანული ADY Container-ი, თურქმენული TULM და უზბეკური კომპანია „უზბეკჟელდორექსპედიცია“.

შემადგენლობაშია 58 ერთეული 40 - ფუტიანი კონტეინერი. კონტეინერებში ჩატვირთულია ევროკავშირში დამზადებული ალუმინის პროდუქცია.

მატარებელი საქართველოდან ბაქოს პორტში ჩავა, შემდეგ თურქმენბაშის პორტში გაიგზავნება ფიდერული გემით, რის შემდეგაც გზას რკინიგზით გააგრძელებს დანიშნულების ადგილამდე.

პროექტის ფარგლებში 200 კონტეინერის გადაზიდვა იგეგმება.

 

 

Businesspartner