ეკონომიკა
02/06/2022

პირველ კვარტალში ბიუჯეტმა პრივატიზაციიდან ₾35 მლნ მიიღო

ობიექტების პრივატიზების შედეგად მიღებული თანხებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 2021 წელს გადაირიცხა 206 301 245 ლარი, ხოლო 2022 წლის I კვარტალში − 34 833 393.57 ლარი. მათ შორის, ობიექტების პრივატიზების შედეგად 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა 222 899 196 ლარი. ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისის პერიოდს მოიცავს. 

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, პროაქტიულად მიმდინარეობდა უძრავი ქონების პრივატიზება ელექტრონული აუქციონის ფორმით, რის შედეგადაც 2021 წელს პროექტის − "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" − ფარგლებში, გაიყიდა 318 ობიექტი, ჯამური საწყისი ფასით − 148 149 250 ლარი, რომელთა საპრივატიზაციო ღირებულება შეადგენდა 211 425 350 ლარს. 2022 წელს, ამავე პროექტის ფარგლებში გაიყიდა 58 ობიექტი, ჯამური საწყისი ფასით − 21 733 875 ლარი, რომელთა საპრივატიზაციო ღირებულება შეადგენდა 27 203 875 ლარს. მათ შორის, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში გაიყიდა 281 ობიექტი, ჯამური საწყისი ფასით − 126
466 025 ლარი, რომელთა საპრივატიზაციო ღირებულება შეადგენდა 179 110 125 ლარს.

რაც შეეხება სახელმწიფო საწარმოებს, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე პროექტი "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში გაიყიდა 4 სახელმწიფო საწარმო, საწყისი ფასით − 2 229 850 ლარი, ხოლო საპრივატიზაციო ღირებულება შეადგენდა 2 238 350 ლარს.