"პესიმისტური სცენარის შემთხვევაში, დანაკარგები არ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც პანდემიის პერიოდში იყო"
რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება, ნავთობპროდუქტებსა და საკვებპროდუქტებზე ფასების ზრდა, წნეხი ინფლაციაზე, ყველაფერი ეს ეკონომიკური აქტივობის შენელებას გამოიწვევს, ასევე ამ პროცესებს გავლენა ექენება გაცვლით კურსზე, ინვესტიციების გადავადებაზე და შემოსავლებზე ექსპორტის, ფულადი გზავნილების და ტურიზმის მიმართულებით, - Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" ეთერში ომით გამოწვეულ მოლოდინებზე ისაუბრა.
ქავთარაძის თქმით, ამ სცენარის განვითარების შემთხვევაშიც, ისეთი მძიმე დანაკარგები არ გვექნება, როგორიც პანდემიის პერიოდში გვქონდა.
"პანდემიის პერიოდში ტურიზმი სრულად გაჩერდა და დანაკარგი 2.7 მლრდ-ის ფარგლებში იყო, თუმცა წელს ასეთი დანაკარგები არ არის მოსალოდნელი. იმის ფონზე, რომ ომი თებერვალში დაიწყო, მარტის ტურიზმის მონაცემები არ არის სავალალო, პირიქით, შეგვიძილია პოზიტიურ ჭრილში განვიხილოთ, რადგან აღდგენა შემოსავლებში 50%-ია, 2019 წელთან შედარებით. ვარდნა არ გვაქვს, ისეთი ფონი, რომ ადამიანებს საქართველოში მოგზაურობა ეშინოდეთ, რადგან ხედავენ რისკს არ არსებობს. აქედან გამომდინარე, თუ შემდგომ თვეებში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი მოგვარებული იქნება, ტურისტულ ნაკადებთან მიმართებით არ გვექნება ისეთი ვარდნა, როგორიც პესიმისტურ სცენარებშია განხილული," - აღნიშნავს Galt&Taggart-ის ეკონომისტი.