ეკონომიკა
04/05/2023

პარლამენტმა "ელექტრონული კომერციის შესახებ" კანონი პირველი მოსმენით მიიღო

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის მიერ მხარდაჭერილი კანონი "ელექტრონული კომერციის შესახებ".

საკანონმდებლო პაკეტი დეპუტატებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა გააცნო.

კანონპროექტით რეგულირდება ელექტრონული კომერციის/საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ამ მომსახურების გამწევი პირების პასუხისმგებლობა. განისაზღვრება საინფორმაციო მომსახურებების მიმწოდებლის და მიმღების საქმიანობის პრინციპები, მათი უფლებები და ვალდებულებები.

ელექტრონული კომერციის სფეროში საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება უკავშირდება ქვეყანაში მეწარმეობის და ელექტრონული ვაჭრობის განვითარებას, ციფრული შიდა ბაზრის სათანადო ფუნქციონირების ხელშეწყობასა და გაუმჯობესებას, ასევე, ელექტრონული კომერციის სფეროში მომხმარებლის უფლებების დამატებითი დაცვის უზრუნველყოფას და ელექტრონული კომერციის პლატფორმების მიმართ ნდობის ამაღლებას, რაც საქართველოს ინტეგრირებას შეუწყობს ხელს ევროპის ერთიან ციფრულ ბაზარზე და გლობალურ სავაჭრო სივრცეში.