ეკონომიკა
14/01/2021
პანდემიურ წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობა თითქმის 15%-ით შემცირდა
საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2020 წელს 11,347 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც თითქმის 15%-ით ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს.
საქსტატის მონაცემებით, ექსპორტი 12%-ით 3,342 მლრდ დოლარამდე შემცირდა, იმპორტი 16%-ით 8,005 მლრდ დოლარამდე დაეცა.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს 4,663 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1% შეადგინა.