ეკონომიკა
10/12/2020

პანდემიის პირველი ტალღისას ბიზნესის ქცევა უფრო პანიკური იყო - ლევან სილაგავა

პანდემიის პირველი ტალღისას ბიზნესის ქცევა იყო უფრო პანიკური ვიდრე დღეს არის, - მიიჩნევს საქართველოს ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა.

მისი განცხადებით, რთული მდგომარეობის მიუხედავად, ადამიანები და კომპანიები გარკვეულ სტაბილურობას მიეჩვივნენ.

„სერიოზული გამოწვევებია: ლოჯისტიკა, ლარის კურსი, მსოფლიოში სურსათზე პანიკური შესყიდვები. ზეთზე, სიმინდზე არის ხოლმე პრობლემები, თუმცა, დღეისათვის მაინც სტაბილურობისკენ მივდივართ“, - მიიჩნევს სილაგავა.

მისი პროგნოზით, აპრილისთვის ვითარება უნდა გამოსწორდეს.

Businesspartner