პანდემიის მიუხედავად, წმინდა ექსპორტიდან შემოსავლები 4,5%-ით გაიზარდა
საქართველოს წმინდა ექსპორტიდან შემოსავლები გაეზარდა.
2020 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყნის წმინდა ექსპორტი 2,182 მლრდ დოლარია, რაც 4,5%-იანი ზრდაა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ექსპორტზე (რეესქსპორტის ჩათვლით) სულ 3,016 მლრდ დოლარი მიიღო, ეს 11%-იან წლიურ ვარდნას ნიშნავს.
ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 72.4%-ია.
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ჩინეთია (431.2 მლნ დოლარი), მას მოსდევს რუსეთი (360.3 მლნ დოლარი) და ბულგარეთი (281 მლნ დოლარი).
2020 წლის იანვარ-ნოემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე
სპილენძის მადნები და კონცენტრატებია 677.2 მლნ დოლარით, მისი წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 31%-ია. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 231.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.6%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 185.3 მლნ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.5 პროცენტი).