პანდემიის გავლენა და საგარეო ვაჭრობა მინუსებში
პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე, 2020 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობა თითქმის 15%-ით შემცირდა და 11,347 მლრდ დოლარს მიაღწია.
საქსტატის მონაცემებით, მთლიანი ვაჭრობიდან ექსპორტი 3,342 მლრდ დოლარია, წლიური ვარდნა 12%. თითქმის 16%-იან წლიურ ვარდნას აჩვენებს იმპორტი, 8,005 მლრდ დოლარო.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს 4,663 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1%-ია.
2020 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 75.9% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ბაზრებია ჩინეთი (476.3 მლნ დოლარი), აზერბაიჯანი (441.3 მლნ დოლარი) და რუსეთი (441.1 მლნ დოლარი).
2020 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.9% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1,407 მლრდ დოლარი), რუსეთი (887.2 მლნ დოლარი) და ჩინეთი (708.7 მლნ დოლარი).
ფოტო: iStock