ეკონომიკა
09/09/2020

პანდემიის ფონზე სსფ-ს მისია საქართველოში ვირტუალურ რეჟიმში იმუშავებს

პანდემიის ფონზე, სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ვირტუალურ რეჟიმში იმუშავებს.

მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით ფონდის მისია 14 სექტემბრამდე იმუშავებს. მან პირველი შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში ფინანსთა მინისტრთან გამართა.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მხარეებმა მიმოიხილეს მიმდინარე პერიოდში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე მომავალი წლის ძირითადი ფისკალური და მაკროეკონომიკური პარამეტრები.

საუბარი შეეხო მთავრობის ანტიკრიზისულ პოლიტიკას, COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებსა და ამ კუთხით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 200 მლნ აშშ დოლარის საბიუჯეტო დახმარებას, ასევე, განიხილეს სსფ-ის მიერ მხარდაჭერილი ეკონომიკური რეფორმები მიმდინარე და შემდგომ პერიოდში.

„აღინიშნა, რომ  გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს ეკონომიკურ მდგრადობას, რასაც ადასტურებს ორი ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანიის (S&P; Fitch) მიერ საქართველოსთვის სუვერენული რეიტინგის შენარჩუნება. შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარების მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია COVID-19-ის პანდემიის გავრცელების კონტროლისა და მისი უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023