პანდემიერი წელი საქართველომ $7,35 მლრდ-იანი საგარეო ვალით დაასრულა
2021 წელს საქართველო გაზრდილი საგარეო ვალდებულებით შეხვდა. პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე, ქვეყანას ფინანსური რესურსის მოზიდვა მოუხდა და 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საგარეო ვალის მოცულობამ 7,535 მლრდ დოლარს გადააჭარბა.
ერთ წელში საგარეო ვალი თითქმის 1,8 მლრდ დოლარით არის გაზრდილი, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით კი მაჩვენებელი 272 მლნ დოლარით გაიზარდა.
ქვეყანას მთლიანობაში საერთაშორისო ინსტიტუტების, ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფოები და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული ვალდებულებები გააჩნია.
წელს მთავრობა 500 მილიონი დოლარის ევრობონდების რეფინანსირებას გეგმავს. ბიუჯეტის შესახებ კანონი ახალი ევრობონდების გამოშვება 1.657 მლრდ ლარის ფარგლებშია დაგეგმილი.
პანდემიური პრობლემებისა და ვალის ზრდის ფონზე, იზრდება საგარეო ვალდებულებების წილი მშპ-სთან მიმართებით და 60%-ს აჭარბებს. როგორც სელიმ ჩაკირმა, ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბერში "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ელის, რომ 2025 წლისთვის საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-ს 54%-მდე ჩამოვა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ბიუჯეტის 2021 წლის პროექტის წარდგენისას განაცხადა, პანდემიის გამო აღებული ფინანსური ვალდებულებების დაფარვას საქართველო სამი წლის შემდეგ დაიწყებს. "ქვეყანას ფინანსური ვალდებულებები 10-დან 25 წლამდე ვადით აქვს აღებული. არცერთი აღებული ვალი არ არის მოკლე ვადიანი", - განაცხადა მაშინ კაკაურიძემ.