ეკონომიკა
29/01/2021

პანდემიამ გართობაზე და ფიტნესზე უნაღდო დანახარჯები მინიმუმამდე დაიყვანა

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, უნაღდო დანახარჯები გართობაზე და ფიტნესზე მინიმალურ ნიშნულზეა.თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, ტანსაცმელზე უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი განაგრძობს მკვეთრ შემცირებას და 19-25 იანვრის პერიოდში წ/წ -85% შეადგინა, რაც განპირობებულია დროებითი დახურვით.

კვლევის მიხედვით, გართობაზე და ფიტნესზე დანახარჯები კვლავ საგრძნობლად შემცირებულია. 19-25 იანვრის პერიოდში ცვლილებამ წ/წ -88% და წ/წ -99% შეადგინა, შესაბამისად, ელექტრონიკაზე უნაღდო ხარჯვის ზრდის
ტემპი გაუარესდა და ცვლილებამ 19-25 იანვრის პერიოდში წ/წ -23% შეადგინა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 19-25 იანვრის პერიოდში სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯები კვლავ მნიშვნელოვნად შემცირდა და წ/წ -63% შეადგინა.

ავეჯსა და სხვა საყოფაცხოვრებო საქონელზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი კვლავ შემცირებულია და 19-25 იანვრის პერიოდში წლიურმა ცვლილებამ -55% შეადგინა.